Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფრეზეთში მცხოვრებ დევნილებს იურისტები ესტუმრნენ

2019 წლის 17 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის  ბიუროს იურისტებმა მურმან ნიკოლეიშვილმა და სოფიო ჩიხაშვილმა შეხვედრა გამართეს სოფელ ფრეზეთში კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებთან.

შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ძალადობის მსხვერპლებს, მათ შორის განემარტათ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მნიშვნელობა.

ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა და სპეციალისტმა სოფიო ჩიხაშვილმა ასევე ისაუბრეს თავშესაფრის და კრიზისული ცენტრების როლისა და ფუნქციების შესახებ. ფრეზეთის მოსახლეობა დაინტერსდა მიწის რეგისტრაციისა და მემკვიდრეობის საკითხებით, რის შესახებაც თითოეულ მოსახლეს ადგილზე გაეწია კონსულტაცია.

შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

სოფელ ფრეზეთში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა ვიზიტი განხორციელდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.